ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე: პსჟ-მ პროექტისთვის იდეალური მწვრთნელი შეარჩია

ლუის ენრიკემ გულშემატკივრები დაარწმუნა, რომ პსჟ-მ ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევისას სწორი არჩევანი გააკეთა.

„პსჟ-მ თავისი პროექტისთვის იდეალური მწვრთნელი აირჩია. ვგრძნობ და ვლაპარაკობ მასზე. პროექტი და ყველაფერი, რაც შემომთავაზეს, არის იმ დონეზე, რომლის წარმოდგენაც ცოტას შეუძლია.

სატრანსფერო ბაზარზე ბევრი წარმატება გვექნება და იქნება წარუმატებლობები. ვიცი, რომ ბევრი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ბევრ ფეხბურთელს უჭირს ისეთ დიდ კლუბთან ადაპტაცია, როგორიც პსჟ-ა“,

- განაცხადა პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა.

ამ მომენტისთვის პსჟ-ს დატოვებას მესის შემდეგ კილიან მბაპეც უახლოვდება. წასასვლელად ემზადება ნეიმარიც, რომლის დატოვების სურვილი არც თავად კლუბს აქვს. ლუის ენრიკეს შესაძლოა ახალი პარი სენ ჟერმენის აწყობა მოუხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაზემირო: იუნაიტედი კუთვნილ ადგილას უნდა დავაბრუნო
კაზემირო: იუნაიტედი კუთვნილ ადგილას უნდა დავაბრუნო