გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ყველა ბავშვი მიქაუტაძეს ელოდება“ | მეცის პირველი ამხანაგური მატჩი

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და პირველი ამხანაგური შეხვედრაც დაგეგმა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 11 ივლისს, „რასინგ ლუქსემბურგს“ დაუპირისპირდება და მატჩს საფრანგეთის რანგით მე-6 დივიზიონში მოასპარეზე „ვალ დე ლიორნეს“ სტადიონზე გამართავს.

„ივან-ტეპუს“ არენა „მეცისთვის“ კარგად ნაცნობი სტადიონია და კორონავირუსის პანდემიის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ფრანგული კლუბი „ივან-ტეპუსზე“ ამხანაგურ შეხვედრას ზედიზედ მეშვიდედ მართავს. მატჩს 1 300-მდე მაყურებელი დაესწრება და როგორც „ვალ დე ლიორნეს“ წარმომადგენელი, ფარიდ ბენალუაჩი აცხადებს, ბავშვები, რომლებიც ფეხბურთელებს გვირაბიდან მოედანზე გააცილებენ, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან.

„ყველა ბავშვი მიქაუტაძეს ელოდება და იმედია, მეცი ამხანაგურ შეხვედრამდე მას არ გაყიდის. დარწმუნებული ვარ, კარგი მატჩი გველოდება და დიდ სიამოვნებას მივიღებთ. ყოველთვის, როცა მეცს ვმასპინძლობთ, სტადიონზე დიდი ამბები ხდება ხოლმე“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „მეცთან“ ერთად ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა. ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში, ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარა. სეზონის ბოლოს, ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოცმოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უელსი მებრძოლი და შეკრული გუნდია“ | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა
„უელსი მებრძოლი და შეკრული გუნდია“ | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა