ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, მიუნხენის ბაიერნი, სანტიაგო კანისარესი
Aa
Aa

„ამ ასპექტით ტიპური გერმანელი მეკარეა“ - კანისარესმა მამარდაზე ისაუბრა

„ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა გერმანულ BILD-თან ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ხსნის, თუ რატომ იქნება ქართველი მეკარის ტრანსფერი „ბაიერნისთვის“ სასარგებლო როგორც სუფთა საფეხბურთო კუთხით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.

„მისი ყიდვა ნებისმიერი კლუბისთვის ძალიან კარგი იქნება ახლა, რადგან განჭვრეტა მისი შემდგომი განვითარების კიდევ უფრო ძვირადღირებულ მეკარედ აქცევს, საშუალოვადიან პერიოდში ეს ფინანსური კუთხით მომგებიანი საქმეა.

მამარდაშვილს ბრწყინვალე თვისებები აქვს, სიმაღლისა და რეაქტიულობის კომბინაცია განსაკუთრებულად აქცევს. 

ერთი ასპექტით მამარდაშვილი ტიპურ გერმანელ მეკარეს ჰგავს, თამაშს ყურდღებით უყურებს და მისი ქცევა წესრიგში მოჰყავს.

მამარდაშვილი განვითარებას აგრძელებს. მაგალითად, მისი ლიდერული თვისებების. თუ რეგულარული პერფორმანსის ჩვენებას გააგრძელებს, რაც გასულ ორ სეზონში „ვალენსიაში“ გააკეთა, მისი ქარიზმა კიდევ უფრო ძლიერი გახდება''.

ფაბრიციო რომანო გიორგი მამარდაშვილის „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ავტორიტეტული „ინსაიდერის“ ინფორმაციით, მამარდაშვილის გერმანულ გრანდში ტრანსფერი „ვალენსიაზეა“ დამოკიდებული, თუ რა თანხას მოითხოვენ „ღამურები“ ქართველის სანაცვლოდ, რომელიც გასული სეზონიდან გამომდინარე ლა ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

„იან ზომერთან გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით იან ზომერს იმ სატრანსფერო თანხად შეუძლია გუნდის დატოვება, რა თანხის სანაცვლოდაც „ბაიერნმა“ შეიძინა. მიმდინარე კვირაში გაცხადდა, რომ „ბაიერნის“ სიაში მამარდაშვილია. ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თანხას მოითხოვს „ვალენსია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები