7-კაცა მორაგბეთა ნაკრები, ევროპული თამაშები, საქართველოს 7-კაცა ნაკრები
Aa
Aa

ევროპული თამაშები | შვიდკაცა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო!

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო.

ქართველი მორაგბეები ამჯერად ბელგიის 7-კაცა ნაკრებს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 14:7 გაიმარჯვეს. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 7:0 დასრულდა. ერთადერთი ლელო რეხვიაშვილმა დადო, რომელიც ჩხაიძემ ზუსტად გარდასახა.

მეორე ნახევარში, შეხვედრის დასრულებამდე 50 წუთით ადრე ბელგიის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საპასუხო ჩვენმა გუნდმა შედეგიანი შეტევის განხორციელება შეძლო და ფაქტობრივად დასრულებულ მატჩში ჯობავამ მეტოქეს მეორე ლელო დაუდო, რომელიც ჩხეიძემ კვლავ ზუსტად გარდასახა და საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 14:7 გაიმარჯვა.


შეგახსენებთ, რომ დღის პირველ შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა ჩეხეთის ნაკრებს 17:14 სძლიეს. საქართველოს 7-კაცა ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე დასკვნით შეხვედრას ხვალ, თბილისის დროით 14:30 საათზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე გამარჯვება - თოფურიამ ემეტი მაგრად სცემა
ბრწყინვალე გამარჯვება - თოფურიამ ემეტი მაგრად სცემა