ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ონანას შეცვლის უპირველესი კანდიდატია - ახალი ცნობები მამარდაზე

Gazzetta-ს ინფორმაციით, მილანის „ინტერი“ ანდრე ონანას შეცვლის უპირველეს კანდიდატად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს. წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი ფეხბურთელის წარმომადგენელს უკვე დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერზე საუბარი შედგა. მოგეხსენებათ, „მან. იუნაიტედი“ ონანას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და გარიგების განხორციელება ძალიან რეალურია.

იტალიური მედია წერდა, რომ ონანას ტრანსფერის შემთხვევაში მილანური კლუბი არჩევანს მამარდაშვილსა და იან ზომერს შორის გააკეთებდა, თუმცა დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ონანას შეცვლის უპირველესი კანდიდატი მამარდაშვილია.

Relevo-ს ინფორმაციით, „ღამურები“ მზად არიან, გიორგი გაუშვან თუ მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებენ, თუმცა როგორც Gazzetta იუწყება, „ვალენსიამ“ „ტოტენჰემის“ 25-მილიონიანი წინადადებაზე უარი თქვა, „დეზები“ მზად იყვნენ ქართველის სანაცვლოდ აღნიშნული თანხა გადაეხადათ. „ვალენსიას“ უარის შემდეგ „ტოტენჰემი“ გილერმო ვიკარიოზე გადაერთო და „ემპოლიდან“ 19 მილიონ ევროდ შეიძინა.

Relevo-ს თანახმად, მამარდაშვილთან მიმართებაში პრობლემა ისაა, რომ ეს თანხა (25 მილიონი ევრო) ბევრ კლუბს აფერხებს. მათ ურჩევნიათ, ოდნავ მეტი უფრო გამოცდილი მეკარის სანაცვლოდ გადაიხადონ ან ბევრად ნაკლებად გამოუცდელი გოლკიპერი შეიძინონ, რომლის ტრანსფერიც სამომავლო გათვლა იქნება, თუმცა როგორც დღეს Gazzetta-მ დაწერა, „ღამურებისთვის“ 25 მილიონი საკმარისი არაა.

შეგახსენებთ, 22 წლის ქართველი მეკარე სააგენტო Free Football-თან თანამშრომლობს, რომელსაც ქართველი მენეჯერი ლევან სეთურიძე წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები