პრემიერ ლიგა
Aa
Aa

სუპერმატჩი პირველივე ტურში - პრემიერ ლიგა 11 აგვისტოს დაიწყება

ინგლისის პრემიერ ლიგის 2023/24 წლების სეზონი 11 აგვისტოდან დაიწყება. ცოტა ხნის წინ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ პირველი ტურის კალენდარი გამოაქვეყნა.

ახალ სეზონს მოქმედი ჩემპიონი, „მანჩესტერ სიტი“ 11 აგვისტოს „ბარნლისთან“ სტუმრობით გახსნის. ეს იქნება პირველი სათამაშო დღის ერთადერთი შეხვედრა.

12 აგვისტოს პირველი ტურის კიდევ 6 შეხვედრა გაიმართება: არსენალი - ნოტინგემ ფორესტი; ბორნმუთი - ვესტ ჰემი; ბრაიტონი - ლუტონი; ევერტონი - ფულჰემი; შეფილდი - კრისტალ პალასი; ნიუკასლი - ასტონ ვილა.

13 აგვისტოს პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება და სასიამოვნოა, რომ სეზონი თავიდანვე სუპერ დაპირისპირებით გაიხსნება: ჩელსი - ლივერპული; ბრენტფორდი - ტოტენჰემი.

ტურს კი 14 აგვისტოს, მანჩესტერ იუნაიტედისა და ვულვზის მატჩი დახურავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი ბაქრაძე ც9-ში | ლიგის ფინალი, კვარა მანჩესტერში? სეზონის შეჯამება!
გიორგი ბაქრაძე ც9-ში | ლიგის ფინალი, კვარა მანჩესტერში? სეზონის შეჯამება!