ალექს მაკლიში
Aa
Aa

ალექს მაკლიში: „მეტოქეებს შოტლანდიის ნაკრების უნდა ეშინოდეთ“

„ასტონ ვილას“, „ნოტინგემისა“ და შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს მაკლიშმა საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდი შეაქო. მაკლიშის თქმით, შოტლანდიის ნაკრები გახდა გუნდი, რომელიც მეტოქეებში შიშს იწვევს.

„ვფიქრობ, ვართ გუნდი, რომლისაც უნდა ეშინოდეთ. ჩემი აზრით, მეტოქე ნაკრებების წარმომადგენლები ჩვენზე საუბრისას იტყვიან: „ჯანდაბა, რადგან ესპანეთი დაამარცხეს, ძალიან კარგი გუნდი უნდა ჰყავდეთ“.

ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებით სხვების თვალში ავმაღლდით და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიოს ყველაზე ძლიერ და მდიდარ ჩემპიონატში, ინგლისის პრემიერ ლიგაში ასპარეზობენ. პრემიერ ლიგაში სათამაშოდ საჭიროა, სათანადო ფიზიკური კონდიციები, სისწრაფე, ათლეტურობა და უნარები გქონდეს და შოტლანდიის ნაკრებში სწორედ ამ დონეს ვხედავთ“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდია საქართველოს მეტოქეა. ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს და ერთ-ერთი ოპონენტი „სკოტები" იქნებიან. ვილი სანიოლის გუნდი ჯერ 17 ივნისს, კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება, 20 ივნისს კი შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება. ორივე მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრებს 1 ქულა აქვს, შოტლანდია კი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მსურველი გამოუჩნდა | მამარდაშვილი იტალიური გრანდის რადარზე
ახალი მსურველი გამოუჩნდა | მამარდაშვილი იტალიური გრანდის რადარზე