მერაბ დვალიშვილი, მაქს ჰოლოუეი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

სეხუდო: „მერაბს დაველოდები, მასთან ჩხუბი ქამრის დაბრუნების უმოკლესი გზაა“

UFC-ის საჩემპიონო ქამრის ყოფილმა მფლობელმა, ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „ტრიპელ სის“ თქმით, იგი აპირებს, „მანქანის“ გამოჯანმრთელებას დაელოდოს და თუ მაინც არაფერი გამოვიდა, მაქს ჰოლოუეის გამოიწვევს, რომელიც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის.

„როცა ჩემპიონი ხარ, ბერკეტები გაქვს და შეგიძლია, ბრძოლის თარიღი აირჩიო. როცა ეს ბერკეტი არ გაქვს, დინებას უნდა მიჰყვე. ამჟამინდელი სცენარის მიხედვით, ვაპირებ, დაველოდო მერაბი მარჯვენა ხელს როდის მოირჩენს, რადგან მასთან ჩხუბი ტიტულის დაბრუნებისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზაა.

ვფიქრობ, როცა მერაბი დაბრუნდება, ნომერ პირველი პრეტენდენტი იქნება და თუ მაინც არაფერი გამოვა, მზად ვარ, მაქს ჰოლოუეი გამოვიწვიო. ალჯოსთან რა ცუდადაც არ უნდა მეჩხუბა, ვიცი, რომ, როცა დიდ ფსონებზე მიდის საუბარი, კონკურენციის გაწევა ნებისმიერისთვის შემიძლია. მაქს ჰოლოუეისთან ან ბრენდონ მორენოსთან ჩხუბი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ბოლოს 2023 წლის მარტში რუს პიოტრ იანის წინააღმდეგ იბრძოლა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ჰენრი სეხუდო კი დვალიშვილის უახლოეს მეგობარ ალჯამეინ სტერლინგთან საჩემპიონო ორთაბრძოლაში დამარცხდა. რამდენიმე კვირის წინ, ქართველმა მებრძოლმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ოქტაგონზე დაბრუნებას სავარაუდოდ სექტემბრამდე ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ემეტი თოფურიაზე: „ჩემთვის ხელსაყრელი მეტოქეა“
ემეტი თოფურიაზე: „ჩემთვის ხელსაყრელი მეტოქეა“