ული ჰიონესი
Aa
Aa

ჰიონესი სიტის ჩემპიონობაზე: მათი ფული უსასრულოა, საუდის არაბეთიდან ხიფათი მოდის

ული ჰიონესი, რომელიც ამჟამად „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტი პოსტს იკავებს, „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონობას გამოეხმაურა და ფეხბურთში არსებული ბოლოდროინდელი ტენდენციის შესახებ შეშფოთება გამოთქვა.

„საუბარი მხოლოდ სიტიზე არ მაქვს. ეს არის ის ყველაფერი, რაც აღმოსავლეთიდან მოდის. ძალიან მაწუხებს ის, რაც საუდის არაბეთიდან მოდის. როგორც ჩანს, მათი ფული უსაზღვროა. ჩვენ ამას ჩვენი ნავთობის ფასით ვიხდით.

მაგრამ ჩივილს აზრი არ აქვს. ჩვენ ამის წინააღმდეგ სხვა გზები უნდა მოვძებნოთ. უახლოესი ათი წლის განმავლობაში ეს ნამდვილად არ იქნება ადვილი.

მაგრამ უპირატესობა ის არის, რომ მხოლოდ 11 მოთამაშეს შეუძლია თამაში, გუნდს კი შეიძლება ჰყავდეს 15-16 მოთამაშე.

ასე რომ, მსოფლიოში ყოველთვის იქნება 50-60-ზე მეტი კარგი მოთამაშე და ჩვენ ისინი უნდა ვიპოვოთ",

- თქვა ული ჰიონესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილი: წარმატებულმა ახალგაზრდებმა ნაკრებში ჟინი და შემართება შემოიტანეს
კიტეიშვილი: წარმატებულმა ახალგაზრდებმა ნაკრებში ჟინი და შემართება შემოიტანეს