ნაპოლი, ლუჩანო სპალეტი, ვინჩენცო იტალიანო
Aa
Aa

სპალეტი: “იტალიანო იდეალურად შემცვლის“

ახალი არავისთვის არის, რომ მომავალი წლიდან სპალეტი „ნაპოლის“ აღარ უხელმძღვანელებს. დე ლაურენტისი ახალი სპეციალისტის ძიებაშია.

ამასთან და კიდევ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, იტალიური მედია სპალეტის ესაუბრა.

რა თქვა სპალეტიმ?

„ვადასტურებ, რომ 1 წელი არ ვიმუშავებ. შემდეგ ვნახავ მექნება, თუ არა კიდევ რაიმეს მოტივაცია. რაც შეეხება ჩემს შემცვლელს, ჩემი აზრით „ფიორენტინას“ მწვრთნელი იტალიანო იდეალური ვარიანტია. მისი სათამაშო იდეოლოგია და ფილოსოფია მომწონს. ვფიქრობ, „ნაპოლის“ ის შეეფერება.

ყველამ ვნახეთ, რომ იტალიანო „ფიორენტინასთან“ ერთად ორ ფინალში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ წააგო ეს წარმატებად უნდა ჩაეთვალოს. ნებისმიერ შემთხვევაში, დე ლაურენტისმა დაამტკიცა, რომ იცის, როგორ აირჩიოს კარგი მწვრთნელი.“

შეგახსენებთ, რომ ლუჩიანო სპალეტიმ „ნაპოლის“ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა. ასევე, მისი ხელმძღვანელობით „პარტენოპეი“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 2-მატჩიან დუელში „მილანთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის შეცვლის ახალი ვარიანტი - ლაურენტისი გალტიეზე ფიქრობს
სპალეტის შეცვლის ახალი ვარიანტი - ლაურენტისი გალტიეზე ფიქრობს