კარიმ ბენზემა, ალ იტიჰადი
Aa
Aa

ბენზემა: “ვფიქრობ, ჩემი ადგილი ვიპოვე“

„ალ იტიჰადში“ კარიმ ბენზემას პომპეზური დახვედრა მოუწყვეს. არაბული გუნდის წარმომადგენლებმა ფრანგი შემტევის ხელის ქანდაკება გააკეთეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, „რეალის“ ყოფილმა კაპიტანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ბენზემა:

„რატომ ავირჩიე „ალ იტიჰადი“? ეს არის კლუბი, რომელსაც ბევრი ღირებულებები აქვს. ეს არის გუნდი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. გულშემატკივრების ხასიათი და ამბიცია მომწონს. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს გუნდი.

მხარდამჭერები საკმაოდ თბილები არიან. ბოლო დღეებში აქ ბევრი სიგიჟე ვნახე. ამან ჩემზე მართლა დიდი ეფექტი მოახდინა. იმედი მაქვს, ჩემი თამაშით მათ იმედებს გავამართლებ. ევროპაში ბევრი ტიტული მოვიგე. მინდა ჩემი გამოცდილებით „ალ იტიჰადის“ მუზეუმი გავამდიდრო.

ასევე, ასაკის მიუხედავად ჩემი ძალების დამტკიცება მსურს. ამისთვის კი მაღალ დონეზე უნდა ვითამაშო. მე მუსლიმი ვარ და ყოველთვის მინდოდა მუსლიმურ ქვეყანაში ცხოვრება. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. შესანიშნავ ქვეყანაში მოვხვდი. მუსლიმური ცხოვრების წესი ბევრი სიახლის გარანტიაა.

მინდა თავისუფლად ვისაუბრო არაბულ ენაზე. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. გამიმართლა, რომ საუდის არაბეთში ვარ. მექა ახლოს არის, მე ძალიან მორწმუნე ადამიანი ვარ. ვფიქრობ, ჩემი ადგილი ვიპოვე. სწორედ აქ ვგრძნობ თავს საუკეთესოდ. ჩემი და ჩემი ოჯახის ადგილი საუდის არაბეთშია.“

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ „ალ იტიჰადთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში ანაზღაურების სახით 100 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის შეცვლის ახალი ვარიანტი - ლაურენტისი გალტიეზე ფიქრობს
სპალეტის შეცვლის ახალი ვარიანტი - ლაურენტისი გალტიეზე ფიქრობს