მადრიდის რეალი, მარკო ასენსიო
Aa
Aa

“მადლობა სამაგალითო კარიერისთვის“ - რეალი ასენსიოს დაემშვიდობა

ახალი არავისთვის არის, რომ მარკო ასენსიო მომავალ სეზონში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი აღარ იქნება, თუმცა დღევანდელ დღემდე ეს ფაქტი ოფიციალური არ იყო.

დღეს კი „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ესპანელ გარემარბს დაემშვიდობა. ოფიციალურ განცხადებაში წერია:

„მადრიდის „რეალი“ მადლიერებას და სიყვარულს გამოთქვამს მარკო ასენსიოს მიმართ. ფეხბურთელი, რომელიც ჩვენი გუნდის ღირსებას 7 წლის განმავლობაში იცავდა. ის აქ 20 წლის ასაკში ჩამოვიდა კლუბის ისტორიაში შესვლა მოახერხა. ასენსიომ „რეალის“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდში ითამაშა.

მარკო ასენსიომ მადრიდის „რეალში“ 17 ტიტული მოიგო. 3 ჩემპიონთა ლიგა, 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3 ევროპის სუპერ თასი, 3 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი და 3 ესპანეთის სუპერ თასი.

მადრიდის „რეალის" გულშემატკივრები არასოდეს დაივიწყებენ მის სამაგალითო კარიერას და ქცევას მთელი ამ ხნის განმავლობაში. მადრიდის „რეალი" არის და იქნება ყოველთვის მისი სახლი. ჩვენ მას და მის მთელ ოჯახს წარმატებებს ვუსურვებთ ახალ ეტაპზე.“

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებით „პარი სენ ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ ინტერესდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ასენსიო გეზს საფრანგეთის დედაქალაქისკენ აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემას კონკურენტად - რეალმა შესაძლოა ლუკაკუ იჯარით დაიმატოს
ბენზემას კონკურენტად - რეალმა შესაძლოა ლუკაკუ იჯარით დაიმატოს