ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Gazzetta: კვარა სხვა კლუბებზე არ ფიქრობს, ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, იტალიურმა Gazzetta dello Sport-მა კლუბსა და მას შორის ახალი ხელშეკრულების შესახებ დაწერა, რომლის გაფორმებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

„იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი ნეაპოლიდანაა და ის ლურჯების რიგებში კიდევ დიდხანს დარჩება. ხვიჩა ახალ ხელშეკრულებას მალე გააფორმებს.

თუნდაც ის მორცხვი ბიჭი იყოს, მან ხალხის სითბოს შთანთქმა ისწავლა. ეს ყველაფერი მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა კარგად იცის, რომელიც გარდა აგენტობისა მისთვის ერთგვარი ბიძაც არის და ის დე ლაურენტისისგან ამ დღეებში ბევრს ელის.

ახლა არის მომენტი, როცა ისინი უნდა დასხდნენ და ხელშეკრულების შესახებ მშვიდად განიხილონ. და ეს უკვე რეალურია. მალე დადგება პროექტების გადაწერის დრო, მაგრამ ეს არის ოპერაცია, რომელიც დაბრკოლებებს არ ითვალისწინებს.

არანაირი გარეგანი ზეწოლა, რადგან კვარა დღეს არ აპირებს მიმოიხედოს და სხვა გუნდისკენ გაიხედოს. ის არ ჩქარობს, რადგან კლუბს უკვე აქვს მასთან ხანგრძლივი კონტრაქტი (ვადა 2027 წელს იწურება), რომელსაც ის კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს, არსებული ხელფასის გაორმაგებით. სეზონში 1,2 მილიონი ევროდან 2.5 მილიონამდე“.

- წერს იტალიური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის მეცის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება | ჯერ არაფერია ცნობილი
მიქაუტაძის მეცის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება | ჯერ არაფერია ცნობილი