არსენალი, მანჩესტერ სიტი, ნოტინგემ ფორესტი
Aa
Aa

ოფიციალურად - მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის ჩემპიონია

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „არსენალი“ „ნოტინგემ ფორესტს“ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერ ლიგის 2022/2023 წლების სეზონის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდა. მათ ეს ისტორიაში მეცხრედ შეძლეს.

ამ მომენტისთვის, „ქალაქელებს“ 35 მატჩი აქვთ ჩატარებული და 85 ქულა აქვთ. ლონდონელებმა კი 37-ე ტურის შეხვედრა ითამაშეს და მათ ანგარიშზე 81 ქულაა. არტეტას გუნდს რეზერვში 1 მატჩი დარჩა და „სიტისთან“ სხვაობა 4 ქულაა. აქედან გამომდინარე, „მეთოფეებს“ გუარდიოლას შეგირდების დაწევის შანსი აღარ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „არსენალი“ პრემიერ ლიგას დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა გარკვეული ჩავარდნის და „სიტისთან“ მარცხის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი მანჩესტერული გრანდი გახდა. მიუხედავად ამისა, „მეთოფეები“ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.

ცნობისთვის, „მანჩესტერ სიტის“ ტრიპლეტის შესრულების შანსი აქვს. გუარდიოლას გუნდი Fa Cup-ის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“პანიკა იყო“ - ნაგელსმანის გაშვების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ცნობილი
“პანიკა იყო“ - ნაგელსმანის გაშვების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ცნობილი