ბოლონია, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ლოჩოშვილის საგოლე პასი - კრემონეზე ბოლონიასთან განადგურდა

სერია ა-ს მორიგ ტურში „კრემონეზემ“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და 1:5 დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება ლუკა ლოჩოშვილის გამო იწვევდა ინტერესს.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ მოგვევლინა. მის არყოფნაში „კრემონეზემ“ 4 გოლი გაუშვა, ხოლო მისი გამოსვლის შემდეგ ერთი.

მატჩის მიწურულს, ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ლუკამ საგოლე პასი ჩიოფანის გაუკეთა და პრესტიჟის გოლი გაატანინა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

„კრემონეზე“ კი 24 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და დიდი ალბათობით სერია ა-ს დაემშვიდობება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე წყალტუბოში - სამგურალმა და ბათუმის დინამომ ქულები გაიყვეს
ფრე წყალტუბოში - სამგურალმა და ბათუმის დინამომ ქულები გაიყვეს