კომიკური გადაწყვეტილება - მამარდაშვილმა მზის სათვალით ივარჯიშა
Aa
Aa

კომიკური გადაწყვეტილება - მამარდაშვილმა მზის სათვალით ივარჯიშა

ესპანური გამოცემა Eldesmarque საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. დღეს, „ვალენსიამ“ მორიგი ვარჯიში ჩაატარა და ყურადღების ეპიცენტრში გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.

„ღამურების“ ოფიციალურ ვებ-საიტზე ვარჯიშის ამსახველი ერთ-ერთი ფოტო გამოქვეყნდა, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ქართველ მეკარეს მზისგან დამცავი სათვალეები უკეთია. აღნიშნულმა წყარომ კი ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვა.

რას წერს Eldesmarque?

„ვარჯიშზე ყველაზე დიდი სიახლე უგო დუროს გამოჩენა იყო, მაგრამ მამარდაშვილის კომიკურმა გადაწყვეტილებამ ეს ამბავი გადაფარა. სურათში ჩანს, რომ ქართველ მეკარეს მზისგან დამცავი სათვალე უკეთია.

როგორც წესი, ასეთ დროს მეკარეები კეპს იხურავენ, მაგრამ მამარდაშვილმა სხვა ხერხს მიაგნო. ზოგადად, ძნელია მთელი ვარჯიში ასე ყოფნა, რადგან თუ მას ბურთი მოხვდება შესაძლოა თვალები დაიზიანოს.“

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის მორიგ ტურში „სელტას“ დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის, „ღამურები“ ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან. რაც შეეხება მამარდაშვილს, მას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ქართველი მეკარით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წარუმატებელი დღე | თუშიშვილი და სომხიშვილი უმედლოდ დარჩნენ
წარუმატებელი დღე | თუშიშვილი და სომხიშვილი უმედლოდ დარჩნენ