ლიონელ მესი
Aa
Aa

ყველაფერი გადაწყვეტილია | მესი საუდის არაბეთში მიდის

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული სააგენტო, AFP ავრცელებს და გვარწმუნებს, რომ „ლა პულგა“ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

AFP-ს მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებთან ახლოს მყოფმა წყარომ დაუდასტურა, რომ ლეოსთან შეთანხმება მიღწეულია და ყველაფერი გადაწყვეტილია. მესი მომდევნო სეზონში საუდის არაბეთში, „ალ-ჰილალის“ რიგებში ითამაშებს და სავარაუდოდ, ახალ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

L’Equipe-ის ცნობით, მესი ხელფასის სახით, 600 მილიონ ევროს მიიღებს. რამდენიმე დღის წინ, როცა იგი კლუბის დაუკითხავად საუდის არაბეთში გაემგზავრა, ერთ-ერთი თემა, რომელზეც მოლაპარაკებები გაიმართა, „ლა პულგას“ სამომავლო გეგმები იყო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 37 შეხვედრა აქვს გამართული. მის ანგარიშზე 20 გოლი და 19 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაბრია კვარაზე: „ნაპოლიში გადმოსვლისთანავე აჩვენა, რომ ტოპ დონისაა“
კალაბრია კვარაზე: „ნაპოლიში გადმოსვლისთანავე აჩვენა, რომ ტოპ დონისაა“