ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდი: ჩემს ყველა გოლს ტრიპლეტში გავცვლიდი

ერლინგ ჰოლანდმა „ვესტ ჰემთან“ გამარჯვებისა (3:0) და პრემიერ ლიგის რეკორდის დამყარების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა და BBC-ისთან ისაუბრა.

„ეს არის განსაკუთრებული საღამო და განსაკუთრებული მომენტი. მე ნამდვილად ბედნიერი და ამაყი ვარ. არც კი ვიცი სხვა რა ვთქვა. რეკორდის შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცოდი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ საგოლე მომენტების შექმნას ვცდილობდით, მაგრამ ეს ადვილი არ იყო, რადგან მეტოქეებს თავდაცვით სტილში თამაში სურდათ. პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ გოლის გატანა მოვახერხეთ.

მატჩის წინ გრილიშს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ სარეკორდო გოლისას საგოლე პასის შესრულება მას სურდა.

ჩემს ყველა გოლს მოგებულ ტრიპლეტში გავცვლიდი. ახლა ის ყველაზე მთავარია. ყველამ იცის, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ ახლა ინგლისის თასის ფინალზე არ უნდა ვიფიქროთ, ლიდსთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ახლა თითოეული დარჩენილი მატჩი ფინალს ჰგავს“,

- განაცხადა ჰოლანდმა.

„ტრიპლეტში“ ნორვეგიელი ფეხბურთელი გულისხმობს სამივე ტურნირის მოგებას, რომელშიც მისი კლუბი მონაწილეობს: პრემიერ ლიგა, FA Cup-ი და უეფას ჩემპიონთა ლიგა.

ამრიგად, ჰოლანდის ანგარიშზე პრემიერ ლიგის სადებიუტო სეზონში 31 მატჩში 35 გოლია, რაც აბსოლუტური რეკორდია. აქამდე რეკორდის თანაავტორები ენდი კოული და ალან შირერი იყვნენ, რომლებმაც 1993/94 და 1994/95 წლების სეზონებში 34-34 გოლი გაიტანეს, თუმცა იმ დროს ინგლისში ჩემპიონატი 22-გუნდიანი იყო და პრემიერ ლიგა 42 ტურისგან შედგებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ფაზაში მეტი სიფხიზლე მართებს“ - ბორდოს მწვრთნელი ზურიკოზე
„ამ ფაზაში მეტი სიფხიზლე მართებს“ - ბორდოს მწვრთნელი ზურიკოზე