საბა საზონოვი
Aa
Aa

„კორექტულად არ მოქცეულა“ - რუსული გამოცემა საბა საზონოვზე

რუსულმა გამოცემამ, Sovsport.ru-მ სტატია გამოაქვეყნა და იმ სპორტსმენებზე ისაუბრა, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვეს. ერთ-ერთი საბა საზონოვი გახლავთ, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და „ჯვაროსნების“ მაისურით სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა.

„მოსკოვის დინამოს ფეხბურთელმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი საქართველოს სასარგებლოდ თქვა. რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელები ამ გადაწყვეტილებით აშკარად უკმაყოფილო დარჩნენ და სპორტსმენის ქმედება საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით გააკრიტიკეს. მითუმეტეს, რომ საბა მთლად კორექტულად არ მოქცეულა. არავინ იცოდა, რომ მან მოქალაქეობა შეიცვალა და ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე არ გამოცხადდა“.

შეგახსენებთ, საბა საზონოვი 21 წლისაა და საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება 2022 წლის სექტემბერში მიიღო. 17 ნოემბერს, მან მაროკოსთან სადებიუტო მატჩი ჩაატარა, მარტში კი მონღოლეთის წინააღმდეგ ითამაშა. ასევე, საბა საზონოვი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია, რამაზ სვანაძის გუნდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი ვალენსიას ისტორიაში შევიდა | ღამურების ლეგენდას გადაასწრო
მამარდაშვილი ვალენსიას ისტორიაში შევიდა | ღამურების ლეგენდას გადაასწრო