ერლინგ ჰოლანდი, უეინ რუნი
Aa
Aa

რუნი: მესი უდიდესია, მაგრამ დღეს ჰოლანდი საუკეთესოა, მისი ეპოქა იწყება

უეინ რუნი თვლის, რომ ერლინგ ჰოლანდი ფეხბურთში ახალ ეპოქას შექმნის.

„ჩვენ გვქონდა მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქა, ახლა კი ჰოლანდის დროა. ეს ჰოლანდისა და კილიან მბაპეს ეპოქაა.

როცა საქმე ასეთ ნიჭიერ მოთამაშესთან გვაქვს, უბრალოდ უნდა დატკბეთ მისი ყურებით. მაშინაც კი, თუ ის მანჩესტერ სიტიში თამაშობს.

ინგლისის სუპერთასის მატჩის შემდეგ, როცა ჰოლანდი გააკრიტიკეს, დავწერე, რომ მასში ეჭვი არ მეპარებოდა და ის გადამწყვეტ როლს ითამაშებდა ტიტულისთვის ბრძოლაში. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ის სწორი ფეხბურთელი იყო, რომ სიტი ახალ დონეზე აეყვანა.

მაგრამ ერთ რამეში ვცდებოდი. მე ვთქვი, რომ ჰოლანდს შეუძლია პრემიერ ლიგაში საშუალოდ მატჩში ერთი გოლის გატანოს. მაგრამ მას 28 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი. ასეთ მომაკვდინებელს ვინმეს იშვიათად ნახავ.

ჰოლანდი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ლიონელ მესი უდიდესია, მაგრამ ახლა ერლინგზე უკეთ არავინ თამაშობს.

ის მსოფლიოში საუკეთესოა სტატისტიკის, თამაშის დონის, მენტალიტეტის გამო. თუ ფიქრობთ იმაზე ვინ მოიგებს ოქროს ბურთს, ეს პირველ რიგში ის უნდა იყოს. 224 გოლი 264 მატჩში იმის ნიშანია, რომ მისი დონე არ ეცემა“,

- ამბობს რუნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ღირსეული ჟესტი ქართველი ტყუპისცალის მიმართ“ - ოსი ნამდვილი ლიდერია
„ღირსეული ჟესტი ქართველი ტყუპისცალის მიმართ“ - ოსი ნამდვილი ლიდერია