ისრაელ ადესანია
Aa
Aa

ადესანიამ პერეირა მეორე რაუნდში გათიშა და ქამარი დაიბრუნა

UFC-ის საშუალო წონით კატეგორიაში ოქტაგონზე დიდი დაპირისპირება შედგა - ისრაელ ადესანია ალექს პერეირას დაუპირისპირდა. მაყურებლებმა ის მიიღეს, რისი ხილვაც სურდათ.

ბრძოლა სულ 2 რაუნდს გაგრძელდა. აგრესიული და სანახაობრივი ჩხუბი საბოლოოდ ადესანიას ნოკაუტით დასრულდა. „იზიმ“ პერეირა მეორე რაუნდის ბოლოს გათიშა და საშუალო წონის ქამარიც დაიბრუნა.

პირველი რაუნდი შედარებით თანაბარი იყო, თუმცა მეორე რაუნდიდან ოქტაგონზე ცეცხლი დაინთო. პერეირა გააქტიურდა და ადესანიას რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა, რაუნდის ბოლოსაც თავად აქტიურობდა, თუმცა ადესანიამ კონტრდარტყმით მისი ნოკაუტში ჩაგდება შეძლო.

ეს იყო ალექს პერეირას კარიერაში ნოკაუტით წაგებული პირველი ბრძოლა.

ამ გამარჯვების შემდეგ ადესანიას კარიერაში მოგება-წაგებათა ბალანსი 24-2-ზე აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 16 ქულა - სპურსი მინესოტასთან დამარცხდა
მამუკელაშვილის 16 ქულა - სპურსი მინესოტასთან დამარცხდა