ჩელსი, ბაიერნი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

“დიდ ემოციებს ვერ იწვევს“ - ტუხელი პოტერის გათავისუფლებას გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, გრეჰემ პოტერი „ჩელსიდან“ გაათავისუფლეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარე სეზონში „არისტოკრატებიდან“ გაშვებულმა კიდევ ერთმა სპეციალისტმა ტომას ტუხელმა ისაუბრა.

რა თქვა ტუხელმა?

„ეს ამბავი გუშინ გვიან გავიგე. პირადად მე „ჩელსიში“ მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა და კლუბთან სამუდამო მეგობრობა მექნება. სამწუხაროდ, „ჩელსიში“ ბევრი რამ შეიცვალა და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ჩემში დიდ ემოციებს ვერ იწვევს.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, გერმანელი სპეციალისტი ლონდონურ კლუბს წვრთნიდა. ტუხელმა „ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მიმდინარე სეზონში კი არასახარბიელო შედეგების გამო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისმა შემცვლელმა გრეჰემ პოტერმა კიდევ უფრო ცუდი შედეგი დააფიქსირეს და ტომასის ბედი გაიზიარა.

შეგახსენებთ, რომ ტუხელი მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელად დაინიშნა და სადებიუტო შეხვედრაში დორტმუნდის „ბორუსია“ 4:2 დაამარცხა.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსი“ „რეალს“ ხვდება, „ბაიერნი“ კი „მანჩესტერ სიტის“. იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ ეტაპზე „რეკორდმაისტერი“ და „არისტოკრატები“ გავლენ ერთმანეთს შეხვდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ტუხელი ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები