ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ, დილეტა ლეოტა, ჯამპაოლო პაცინი
Aa
Aa

„ლეაუ თუ კვარა? ხვიჩასთან თამაშს ავირჩევდი“ - პაცინიმ ქართველზე ისაუბრა

მილანის „ინტერის“ (2011-12), „მილანისა“ (2012-15) და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ჯამპაოლო პაცინიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუზე ისაუბრა. კითხვაზე თუ რომელ მათგანთან ერთად ითამაშებდა, პაცინიმ უპირატესობა ქართველს მიანიჭა.

ჯამპაოლო პაცინი:„ვფიქრობ, კვარა უფრო მეტად ცენტრფორვარდისთვის თამაშობს, მაშინ როცა ლეაუ ოდნავ უფრო მეტად ინსტინქტით მოქმედებს და აქედან გამომდინარე მასთან თამაში უფრო მეტად რთულია. კვარა ყოველთვის სწორ რაღაცას აკეთებს. როცა კარისკენ დარტყმის მომენტია, ურტყამს და როცა პასის შესრულების, პასს აკეთებს. უპირატესობას ქართველთან თამაშს მივანიჭებდი“.

პაცინი კვარაცხელიას მიერ „მილანთან“ ჩატარებულ მატჩზე: „კვარამ ტემპი გაზარდა და ცდილობდა მომენტები თვითონ შეექმნა, მაგრამ „მილანის“ დაცვამ ძალიან ცოტა დაუთმო, „ნაპოლის“ ფეხბურთელების ყველა სახის შეტევის მცდელობებს კარგად ანეიტრალებდნენ“.

DAZN-ის წამყვანმა დილეტა ლეოტამ „ნაპოლი“ - „მილანის“ მატჩზე ისაუბრა: „მილანმა“ თამაში ძალიან ძლიერად დაიწყო. „ნაპოლიმ“ საპასუხო რეაქცია გამოავლინა, თუმცა ანგარიშში არ აისახა. მეორე ტაიმში ლუჩანო სპალეტის გუნდის მხრიდან უფრო დიდ რეაქციას ველოდი. ლეაუმ კვარაცხელიას პერსონალური დუელი მოუგო. ლეაუმ თავი ბრწყინვალე გოლით გამოიჩინა“.

სერია ა-ს 28-ე ტურში „ნაპოლი“ „დიეგო მარადონაზე“ „მილანთან“ 0:4 დამარცხდა, რაფაელ ლეაუმ დუბლი შეასრულა. პორტუგალიელის გარდა ბრაჰიმ დიასმა და ალექსის სალემაკერსმა გაიტანეს.

„ნაპოლი“ სერია ა-ს 71 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს. „მილანი“ 51 ქულით მესამე პოზიციაზეა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 24 მატჩში 12 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა. მას ოსიმენი (21), ლაუტარო მარტინესი (14) და ადემოლა ლუკმენი (13) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 31 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დიდი ფანი ვარ“ - ლეაუმ კვარაზე ისაუბრა
„მისი დიდი ფანი ვარ“ - ლეაუმ კვარაზე ისაუბრა