ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილის ლამაზი გოლი - შტურმმა რაპიდს მოუგო

ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის „გრაცის შტურმი“ საკუთარ მოედანზე ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 გაიმარჯვა.

ტრავმის შემდეგ, ქართველი ნახევარმცველი ჩვეულ სათამაშო ფორმას ნელ-ნელა უბრუდნება და ამჯერად 30 წუთამდე დაეთმო. კიტეიშვილი მოედანზე 63-ე წუთზე შემოვიდა, როდესაც ანგარიში 2:1 იყო და ზუსტად 7 წუთში, 70-ე წუთზე სტუმართა კარში მესამე გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა თანაგუნდელ ემეგას პასი ზუსტად გამოიყენა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სტუმართა კარის დარაჯს შანსი არ დაუტოვა.

მიმდინარე სეზონში ეს ქართველი ფეხბურთელისთვის მე-5 გოლი იყო. ამასთან, კიტეიშვილის ანგარიშზე 1 საგოლე პასიცაა.

23 ტურის შემდეგ, „გრაცი შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ცხრილში 27 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ „ზალსბურგს“ 3 ქულით ჩამორჩება. კიტეიშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა 6 აპრილს, ავსტრიის თასის ეგიდით, „ლასკის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარუშიჩის გამარჯვების გოლი - დინამომ ბოლო წუთზე მოიგო
მარუშიჩის გამარჯვების გოლი - დინამომ ბოლო წუთზე მოიგო