ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელი ჩელსიდან დათხოვნაზე: „შეხვედრა 3-5 წუთს გაგრძელდა, შოკში ვიყავი“

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გაიხსენა დღე, როცა „ჩელსის“ თავკაცის პოსტიდან დათხოვნის შესახებ შეატყობინეს. გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო და გული ძალიან დაწყდა.

„ჩელსიდან გაშვება ცოტათი შოკისმომგვრელი სიახლე იყო. ყველაფერი ძალიან უცნაურად წარიმართა და ჩემპიონთა ლიგის თამაშის დღეს, დილის 8 საათზე მითხრეს, რას აპირებდნენ. ჩვენი შეხვედრა 3-5 წუთს გაგრძელდა და უფრო გრძელი დიალოგის გამართვის განწყობა მეც არ მქონდა.

სამწვრთნელო შტაბში გვეგონა, რომ სწორი გზით მივდიოდით, შეგვეძლო, დიდი წარმატებისთვის მიგვეღწია და გუნდში უფრო მეტ ხანს დავრჩენილიყავით. კლუბის პერსონალთან შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა და არაფერი შეცვლილა. ახლაც მაწუხებს, იმ ხალხს ყოველდღე რომ ვერ ვხედავ. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ ეს სამსახური ძალიან მიყვარს და მომენატრა სიყვარული, სიხარული და კარგი ხუმრობები, რომლებიც ბოლო კვირის განმავლობაში, აქ გამოვცადე. ბაიერნში ბედნიერი ვარ და ახალი გამოწვევა ვიპოვე“.

შეგახსენებთ, რომ ტუხელმა იულიან ნაგელსმანი ჩაანაცვლა და სადებიუტო შეხვედრას „დორტმუნდის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც მისი „რეკორდმაისტერი“ ხვალ, თბილისის დროით, 20:30-ზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანამ რამეს არ შევცვლით, მონები ვიქნებით“ - დე ლაურენტისი უეფაზე და მილანზე
„სანამ რამეს არ შევცვლით, მონები ვიქნებით“ - დე ლაურენტისი უეფაზე და მილანზე