ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე, კრისტიან აიხნერი
Aa
Aa

„ბედნიერი ვარ, წინ დიდი ნაბიჯი გადადგა“ - აიხნერი ზივზივაძეზე

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში „კარლსრუე“ შინ ბრაუნშვაიგის „აინტრახტს“ უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა, რომელმაც სანაკრებო პაუზისას მონღოლეთს გაუტანა.

კრისტაინ აიხნერი: „ვფიქრობ, ეს სანაკრებო პაუზა ზივზივაძესთვის მენტალურად ძალიან კარგი იყო. ასევე, იმ კუთხითაც, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოჯახის წევრებს შეხვდა. ბედნიერი ვარ, რომ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა“.

„კარლსრუესა“ და ბრაუნშვაიგის „აინტრახტის“ შეხვედრა პირველ აპრილს, 15:00 საათზე დაიწყება.

გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბუდუ ზივზივაძე „მოლ ფეჰერვარიდან“ გერმანულ კლუბში გადავიდა. 29 წლის თავდამსხმელმა მეორე ბუნდესლიგის ორ შეხვედრაში მიიიღო მონაწილეობა, საერთო ჯამში მინდორზე ნახევარი საათი გაატარა.

რაც შეეხება მარტის თვის სანაკრებო პაუზასას, მონღოლეთთან და ნორვეგიასთან ცვლილებაზე ითამაშა, აზიურ ნაკრებთან გოლი შეაგდო, სკანდინავიელებთან კი საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უჩვეულო გამბედაობა აქვს, ერთი-ერთზე უბადლოა“ - ელ კადური ხვიჩაზე
„უჩვეულო გამბედაობა აქვს, ერთი-ერთზე უბადლოა“ - ელ კადური ხვიჩაზე