სერხიო აგუერო
Aa
Aa

„ექიმი გჭირდება?“ - აგუეროს გულის პრობლემები პირდაპირ ეთერში ყოფნისას შეექმნა

არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელს, სერხიო აგუეროს პირდაპირ ეთერში გულის პრობლემები შეექმნა. აგუერო Twitch-ის საკუთარ არხზე მაყურებლებს ესაუბრებოდა, როცა თავის შეუძლოდ იგრძნო და გულმა შეაწუხა.

აგუეროსთან ცნობილი ესპანელი სტრიმერი, იბაი ლიანოსი იმყოფებოდა და სერხიოს ჰკითხა, რა სჭირდა. „მგონი... მგონი... მინი-არითმია მქონდა“, - უპასუხა აგუერომ. იბაიმ არგენტინელს ჰკითხა, ექიმი ხომ არ სჭირდებოდა, რაზეც სერხიომ უარი განაცხადა: „არა, არა. ცნობილი ჩიპი ჩამიდგეს და თუ რაღაც რიგზე ვერაა, ის სიგნალს გაგზავნის“.

შეგახსენებთ, რომ აგუეროს გულის პრობლემების გამო, საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწია. იგი „ბარსელონაში“ ირიცხებოდა, როცა მკერდში გაჩენილი დისკომფორტის გამო, ექიმებს მიაშურა და გულის არითმიის დიაგნოზი დაუსვეს. აგუეროს სპეციალური მოწყობილობა ჩაუსვეს, რომელიც გულის ცემას აკონტროლებს.

არგენტინელმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერაში პირველი ნაბიჯები სამშობლოში, კონკრეტულად კი „ინდეპენდიენტეში“ გადადგა. 2006 წელს სერხიო ფეხბურთის სათამაშოდ ევროპაში წავიდა და მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორმა მოირგო. გულშემატკივრებმა კუნი სწორედ „როხიბლანკოდან“ გაიცნეს. მადრიდული კარიერის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ ჯერი დადგა, სადაც 33 წლის შემტევმა ფეხბურთის  და „ქალაქელების“ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. აგუერომ მანჩესტერულ გრანდში 10 წელი დაჰყო და გულშემატკივრებს თავი არაერთი ულამაზესი და მნიშვნელოვანი გოლით დაამახსოვრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპეციას გარემარბი: „კვარა თუ ლეაუ? ქართველს ავირჩევ“
სპეციას გარემარბი: „კვარა თუ ლეაუ? ქართველს ავირჩევ“