გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე, მანრესა
Aa
Aa

მანრესასთან საუკეთესო იყო - შერმადინის 21 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „მანრესას“ უმასპინძლა და 100:87 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში კი უდიდესი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა და ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.

ვეტერანმა კალათბურთელმა პარკეტზე 23 წუთი და 39 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ამ შედეგით კი ის თავის გუნდში საუკეთესო იყო.

აღსანიშნავია, რომ შერმადინის თითქმის მიმსგავსებული შედეგი მისმა თანაგუნდელმა აარონ დურენკამპმა დააფიქსირა, რომელმაც არასრულ 22 წუთში 21 ქულას, 5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს 36 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იმყოფება. მომდევნო ტურში „ტენერიფე“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 2 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა, მესი, კაზემირო - The Athletic-მა კვარა მსოფლიოს ნაკრებში შეიყვანა
ხვიჩა, მესი, კაზემირო - The Athletic-მა კვარა მსოფლიოს ნაკრებში შეიყვანა