იულიან ნაგელსმანი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ბაიერნმა ნაგელსმანი გაუშვა | რეკორდმაისტერმა ტუხელთან კონტრაქტი შეათანხმა

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, BILD-ის ინფორმაციით, „ბაიერნმა“ იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. BILD-ის მიხედვით, „რეკორდმაისტერი“ ოფიციალურ განცხადებას ძალიან მალე გაავრცელებს და მიღებულ გადაწყვეტილებას დაადასტურებს.

რამდენიმე წუთის წინ, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ მიუნხენური გრანდი ნაგელსმანის გაშვებას სერიოზულად განიხილავდა. BILD-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელები თვლიან, რომ ბუნდესლიგაში არადამაჯერებელი ასპარეზობა და მეორე ადგილი ნაგელსმანის ბრალია და ცვლილებები საჭირო იყო.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბაიერნს“ ტომას ტუხელი ჩაიბარებს. გერმანელმა სპეციალისტმა „რეკორდმაისტერს“ თანხმობა უკვე შეუთვალა და მხარეებს შორის კონტრაქტიც შეთანხმდა. საბოლოო დეტალები უახლოეს საათებში დაზუსტდება და „ბაიერნს“ ახალი თავკაცი ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში მთლად კარგად ვერ გამოიყურება და 25 ტურის შემდეგ, 52 ქულა აქვს. „რეკორდმაისტერი“ მეორე ადგილზე იმყოფება და „დორტმუნდს“ 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, სწორედ „ბაიერნისა“ და „დორტმუნდის“ დაპირისპირება გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა შანსი გვაქვს, რომ ევრო 2024-ზე შესარჩევი ეტაპიდან გავიდეთ | სუპერ კომპიუტერის პროგნოზი
რა შანსი გვაქვს, რომ ევრო 2024-ზე შესარჩევი ეტაპიდან გავიდეთ | სუპერ კომპიუტერის პროგნოზი