ანტონიო კონტე
Aa
Aa

კონტე: ჩვენ გუნდი არ ვართ - მე ვხედავ 11 ეგოისტს და არა გუნდს

ანტონიო კონტე „საუთჰემპტონთან“ ნათამაშები ფრის შემდეგ, წყობიდან გამოვიდა. იტალიელი სპეციალისტი გუნდისა და კლუბის პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული იყო და მედიასთან მორიდების გარეშე ისაუბრა.

„თუ პენალტებზე ვიმსჯელებთ, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენ მომენტებს ვერ ვხედავთ. მგონი პენალტი არ იყო, სულ ესაა, დახურეთ თემა. იმაზე უარესი, რაც მოედანზე მოხდა. რა ხდება ბოლო თვეებში, რა ხდება ჩემს მეორე სეზონში. ვფიქრობ, ახლა ამ საუბრის შესაფერისი დრო არის, რადგან სიტუაცია მიუღებელია. 3-1-ს ვიგებდით, მატჩს ვაკონტროლებდით, მაგრამ ორჯერ გავუშვით და მეტის გაშვებაც შეგვეძლო - ფრეიზერ ფორსტერმა გადაგვარჩინა. ახლა ჯობია პრობლემას ჩავუღრმავდეთ, რადგან ჩვენ გუნდი არ ვართ.

მე ვხედავ 11 ეგოისტს, ვხედავ მათ, ვისაც არ უნდა მეგობრებს დაეხმაროს, არ დებს სულს მათ საქმეში.

დღემდე ვერიდებოდი ამ თემას, გუნდური სულისკვეთების გაუმჯობესებას ვცდილობდი. ტაქტიკური და ტექნიკური ასპექტები ერთია. თუ გინდა იყო კონკურენტუნარიანი, იბრძოლო გამარჯვებისთვის, მთავარია ვნება, ცეცხლი თვალებში, გულში. ამის დემონსტრირება ყოველ წამს არის საჭირო.

გასულ სეზონთან შედარებით, უნდა გავძლიერებულიყავით, მაგრამ ამ მხრივ მხოლოდ წავაგეთ. როცა ერთიანობას არ ავლენ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დღეს მაგალითებიდან მხოლოდ ბოლო ვნახეთ. იყო გუნდი, ერთი მთლიანობა - ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მე მხოლოდ 11 ფეხბურთელს ვხედავ, რომლებიც საკუთარი გულისთვის თამაშობენ.

თქვენ მედია, ეძებთ საბაბებს, ეძებთ ალიბის. კარგი, გააგრძელეთ საქმე. თქვენ სწორედ ამას აკეთებთ!

ჩემთვის ეს მიუღებელია, კარიერაში პირველად ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდი და გასულ სეზონთან შედარებით ყველაფერი მხოლოდ გაუარესდა.

რატომ? რადგან აქ მიჩვეულები არიან. დიახ, ისინი არ იბრძვიან რაიმე სერიოზულისთვის. მათ არ სურთ აქ ზეწოლის ქვეშ თამაში. ასეთია ტოტენჰემის ისტორია.

ამ მფლობელის ქვეშ 20 წელია კლუბს არაფერი მოუგია - რატომ? მხოლოდ კლუბის ბრალია თუ ყველა მწვრთნელის, ვინც აქ მუშაობდა? დავინახე, როგორი ხალხი ხელმძღვანელობდა გუნდს. მწვრთნელების დაკნინებას და სხვა ვიღაცების გაჩუმებას მცდელობებით.

წინ კიდევ 10 მატჩია და ხალხი ჩვენს თამაშს ელოდება. მაგრამ რისთვის შეიძლება იბრძოლო ასეთი გუნდური სულისკვეთებით, ბიზნესისადმი ასეთი დამოკიდებულებით? მე-7, მე-8, მე-10 ადგილისთვის? მე არ ვარ მიჩვეული ამას. მოწყენილი ვარ.

ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. არა მარტო კლუბი, მწვრთნელი, შტაბი. ეს ფეხბურთელებმაც უნდა გააკეთონ, რადგან დროა სიტუაცია შეიცვალოს.

თუ მათ სურთ შეინარჩუნონ ყველაფერი ისე, როგორც არის, შეუძლიათ მწვრთნელი შეცვალონ. მათ შეუძლიათ მუდმივად ცვალონ, მაგრამ მაშინ სიტუაცია არ შეიცვლება. დამიჯერეთ ასეა“.

- განაცხადა კონტემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის შესაჩერებლად პირჯვარი უნდა გადაიწერო“ - ტორინოს მწვრთნელი კვარაზე
„მის შესაჩერებლად პირჯვარი უნდა გადაიწერო“ - ტორინოს მწვრთნელი კვარაზე