ლიონელ მესი
Aa
Aa

პარი სენ-ჟერმენისგან შეთავაზება მიიღო - რას აპირებს ლიონელ მესი

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენისგან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთავაზება მიიღო. „ლა პულგას“ არ მოუთხოვია იმხელა ხელფასი, რამდენიც სხვებმა მოითხოვეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

რომანოს მიხედვით, მესის სურს, გაიგოს პარიზელთა საფეხბურთო პროექტი რა მიმართულებით განვითარდება. მხარეებს შორის, ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, სიტყვიერი შეთანხმება დეკემბერში შედგა, მაგრამ პსჟ-ს ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ ვითარება დაამძიმა.

ფაბრიციოს ცნობების პარალელურად, პოსტი გამოაქვეყნა მესის მამამ, ხორხე მესიმ, რომელიც ამავდროულად, მისი აგენტიცაა. მან უარყო ინფორმაცია, თითქოს „პარი სენ-ჟერმენი“ „ლა პულგასთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარზეა და მესი „ალ-ჰილალისგან“ 600 მილიონის ოდენობის ხელფასს ითხოვს. ამასთან, ლეოს მამამ ისიც თქვა, რომ მესიმ სამშაბათს, სავარჯიშო სესია გუნდის თავკაცთან, კრისტოფ გალტიესთან დაპირისპირების გამო კი არა, დაზიანების მიღების გამო დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ლეოს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. იწერებოდა, რომ მისით „ბარსელონა“ იყო დაინტერესებული და „კამპ ნოუზე“ დაბრუნების პერსპექტივა არგენტინელსაც ხიბლავდა, თუმცა მესი ჯერჯერობით ფრანგულ გრანდზეა ორიენტირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი: „კვარა თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“
სიომინი: „კვარა თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“