ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუ 66-ე წუთზე შეიყვანეს - კარლსრუეს მოგებების სერია ჰაიდენჰაიმთან დასრულდა

ბუნდესლიგა 2-ის 25-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „ჰაიდენჰაიმს“ დაუპირისპირდა, რომელიც უმაღლესი დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. „ლურჯები“ სტუმრის სტატუსით იყვნენ და ბრწყინვალე სტარტის მიუხედავად, 2:5 დამარცხდნენ.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-14 წუთზე, ლეონ იენსენმა „კარლსრუე“ დააწინაურა. 9 წუთში, მიკელ კაუფმანმა გაიტანა და „ლურჯებს“ სოლიდური უპირატესობა მოიტანა, რომელიც „კარლსრუემ“ პირველივე ტაიმში გაანიავა. მატჩის 39-ე წუთზე, ტიმ კლაინდაინსტმა ანგარიში 1:2 გახადა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი დუბლი გაიფორმა - 2:2.

მეორე ნახევარში 3 გოლი ვიხილეთ. 49-ე წუთზე, კლაინდაინსტმა ჰეთ-თრიქი მიითვალა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. 62-ე წუთზე, თავი ფლორიან პიკმა გამოიჩინა და „ჰაიდენჰაიმს“ 2-ბურთიანი ფორა მოუტანა, საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე, სესამ დააფიქსირა - 5:2.

ბუდუ ზივზივაძე თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 2:4-ს აგებდა. სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელმა თავი ვერ გამოიჩინა და მომენტი არ ჰქონია. „ჰაიდენჰაიმთან“ მარცხით „კარლსრუეს“ 5-მატჩიანი მოგებების სერია შეწყდა. ბუდუს გუნდი მე-8 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრა პირველ აპრილს, „ბრაუნშვაიგის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი: „კვარა თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“
სიომინი: „კვარა თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“