ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

სიომინი: „კვარა თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. სიომინის სიტყვები Sport 24--მა გაავრცელა და რუსმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ „კვარა“ თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ამ წუთისთვის, კვარაცხელია შედეგებს ისეთი ტემპით აღწევს, შემიძლია, ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ პრეტენდენტად წარმოვიდგინო. თუ ასეთი თამაშის ჩვენება განაგრძო, ყველაფერი შესაძლებელია. ამ მომენტისთვის, ევროპაში მისნაირი ფეხბურთელი არაა და ერთადერთი გამონაკლისი შესაძლოა, ვინისიუსი იყოს.

პირადად მე, ვთვლი, რომ ხვიჩა თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მას კარგი ასაკი აქვს, რათა პროგრესი გააგრძელოს და სტაბილურობა სჭირდება. თუ ეს შეძლო, მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდება“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში იგი მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარადონას თანაგუნდელი: „ხვიჩასთვის 10-ნომრიანი მაისურის მიცემა არ შეიძლება“
მარადონას თანაგუნდელი: „ხვიჩასთვის 10-ნომრიანი მაისურის მიცემა არ შეიძლება“