ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

REPUBBLICA: რეალმა ხვიჩას შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა

ცნობილი იტალიური გამოცემა - Repubblica წერს, რომ მადრიდის „რეალი“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად მზადაა და „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლებმა ქართველი ფეხბურთელის გარემოცვასთან პირველი კონტაქტიც დაამყარეს.

რა წერია REPUBBLICA-ს სტატიაში:

მადრიდის „რეალი“ მზადაა ყველაფერი გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად უკვე მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა შემდგომი ნაბიჯების შესასწავლად ფეხბურთელის გარემოცვასთან პირველი კონტაქტებიც დაამყარა. კარლო ანჩელოტის მომავლის შესახებ ფლორენტინო პერესი გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს, თუმცა ის უკვე ზრუნავს გუნდის მომავალზე და ამის ფარგლებში, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 2001 წელს დაბადებული ვარსკვლავის შეძენის შესაძლებლობებს სწავლობენ. თუმცა, დე ლაურენტისი მისი ძვირფასეულობის დათმობას მარტივად არ აპირებს და  110 მილიონ ევროზე ნაკლებ შეთავაზებას საერთოდ არ განიხილავს.

რამდენიმე დღის წინ, მისმა აგენტმა გაამხილა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყოველთვის იყო გატაცებული მადრიდის „რეალით“ და ადრეული ასაკიდანვე შთაგონებული იყო გუტის თამაშით. ეს იყო სიახლე, რომელმაც ვეტერანი მადრიდისტები გამოაღვიძა და ესპანეთში გადასვლის შემთხვევაში, ისინი კვარას თავის მაისურებს დაჰპირდნენ. მადრიდელების მიზანია, რომ მომდევნო სეზონში ვინისიუსი-ბენზემა-კვარაცხელიას სამკუთხედი შექმნან.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 მარტს, საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში, „აინტრახტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური პრესა: კვარა მესის საუკეთესო ვერსიას გვახსენებს
ესპანური პრესა: კვარა მესის საუკეთესო ვერსიას გვახსენებს