ჩელსი, დორტმუნდის ბორუსია
Aa
Aa

“დიდი გამოწვევა გველის“ - პოტერი დორტმუნდთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „ჩელსი“ „დორტმუნდს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „არისტოკრატების“ მთავარმა მწვრთნელმა გრეჰემ პოტერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პოტერი:

„ეს არის დიდი მატჩი! საინტერესო თამაშს ველოდები. ვფიქრობ, „სტემფორდ ბრიჯზე“ განსაკუთრებული საღამო იქნება და ამას ყველა მოუთმენლად ველით. დადებითად ვართ განწყობილი და თამაშის მოგებას ვაპირებთ. „დორტმუნდი“ ფანტასტიკური გუნდია და შესანიშნავ ფორმაშია. „ბორუსია“ ბუნდესლიგაში ყველა თამაშს იგებს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს.

იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვართ, ზეწოლა ნამდვილად დიდი მოდის. მიუხედავად ამისა, შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ საუკეთესო 8 გუნდისთვის ვიბრძოლოთ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი „ჩელსისთვის“ და მისი გულშემატკივრებისთვის. წინ დიდი გამოწვევა გველის.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა და მიუხედავად დიდი უპირატესობისა „დორტმუნდმა“ კევინ ადეიემის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა. შემდეგი მატჩი კი 7 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს არის ენფილდი“ - ტრენტმა ტენ ჰაგს უპასუხა
„ეს არის ენფილდი“ - ტრენტმა ტენ ჰაგს უპასუხა