არსენალი, მიკელ არტეტა, ბორნმუთი
Aa
Aa

დიდებული ქამბექი - არსენალმა ბორნმუთს 0:2-დან მოუგო

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის „არსენალმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. „მეთოფეები“ საკუთარ კედლებში „ბორნმუთს“ დაუპირისპირდნენ, 0:2-ს აგებდნენ და 3:2 მოიგეს.

სტუმრები პირველივე წუთზე ბილინგმა დააწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ არტეტას გუნდს პირველ ტაიმში კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა ანგარიში ვერ გაათანაბრა. მეტიც, მეორე ტაიმის საწყის წუთებზე მეორე გოლი გაუშვა და სიტუაცია უფრო მეტად დამძიმდა.

მატჩში გარდატეხა 62-ე წუთზე პარტეიმ შეიტანა და ერთი ბურთი გაქვითა. ზუსტად 8 წუთში ბენ ვაითმა წონასწორობა აღადგინა და ლონდონელები მთელი ძალებით შეტევაში გადავიდნენ. 90 წუთი ისე ამოიწურა, რომ ტაბლოზე 2:2 ფიქსირდებოდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე ნელსონმა შორიდან გაისროლა, „არსენალი“ დააწინაურა და მატჩი მოიგო. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „მეთოფეებსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის სხვაობა კვლავ 5 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალეგრი: “ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეუძლებელია“
ალეგრი: “ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეუძლებელია“