რომა, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

ალეგრი: “ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეუძლებელია“

სერია ა-ს მორიგ ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ხვდება. მატჩის წინ, „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

რა თქვა ალეგრიმ?

„რომას დიდებული სეზონი აქვს და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძვიან. წელს „ჯალოროსიმ“ საკუთარ კედლებში მხოლოდ 5 გოლი გაუშვა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. პოგბამ ივარჯიშა და თავს კარგად გრძნობს. მისი ამ აქტივობით ბედნიერი ვარ, მაგრამ ამ მომენტისთვის ის სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად რჩება. წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველის და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა სატურნირო ცხრილში დავწინაურდეთ.

თქვენ მოთმინება გმართებთ. ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ახლა დაბრუნდნენ. ასევე, წინ „ფრაიბურგი“ გველის და სათადარიგოთა სკამის მოთამაშეები ახლა ძალიან მნიშვნელოვნები არიან. მიხარია, თუ ვინმე მოურინიოს შემადარებს. ის დიდებული მწვრთნელია, რომელმაც კარიერაში 26 ტიტული მოიგო. მწვრთნელების დისკვალიფიკაციას არ ვეთანხმები. ჯარიმა საკმარისი იქნებოდა.

დიბალა არის ფეხბურთელი, რომელმაც რიცხვებით ყველას დაანახა, რომ მნიშვნელოვანია. ჩემს ფეხბურთელებს მის წინააღმდეგ დიდი ყურადღება მართებთ, რადგან ძალიან სახიფათოა. ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეუძლებელია. ჩვენთვის ქულები, რომ არ დაეკლოთ ახლა 50 გვექნებოდა და ცხრილში მეორე ადგილზე ვიქნებოდით.“

შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „იუვენტუსის“ დაპირისპირება 5 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი: ენფილდის გარემო? მოედანი ყველგან ერთნაირია
ტენ ჰაგი: ენფილდის გარემო? მოედანი ყველგან ერთნაირია