მადრიდის რეალი, ფერლან მენდი
Aa
Aa

40 მილიონი პლუს მენდი - რეალს ვლაჰოვიჩი უნდა

მიუხედავად იმისა, რომ კარიმ ბენზემა საოცარ ფორმაშია და ასაკი არ ეტყობა, მადრიდის „რეალი“ თავდამსხმელის მოყვანაზე მაინც ფიქრობს.

Calciomercatoweb საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „სამეფო კლუბს“ დუსან ვლაჰოვიჩის გადაბირება სურს და ამისთვის მზად არის ფერლან მედნის შეელიოს, რომელსაც ხშირად აწუხებს ტრავმები.

ფლორენტინო პერესი თვლის, რომ ფრანგ ფეხბურთელზე დაყრდნობა „რეალისთვის“ წამგებიანია და ტურინულ კლუბთან გაცვლისთვის მოლაპარაკებას ამზადებს.

წყაროს ცნობით, „იუვენტუსი“ საკუთარ თავდამსხმელს მხოლოდ 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა, მაგრამ პერესი მხოლოდ 40 მილიონის გადახდას აპირებს და როგორც უკვე მოგახსენეთ, ტრანსფერში მენდის ჩართვას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, „ბლანკოსი“ ფერლანის გაყიდვას აპირებდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გუნდს მხოლოდ ერთი ნომინალური მარცხენა მცველი რჩებოდა. საუბარი დავიდ ალაბაზეა, რომელიც კარიერის ბოლო წლებში ძირითადად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. აქედან გამომდინარე, ანჩელოტი მის წასვლას შეეწინააღმდეგა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყვეტილია - კანტე ჩელსიში 2026 წლამდე დარჩება
გადაწყვეტილია - კანტე ჩელსიში 2026 წლამდე დარჩება