ინტერი, ნაპოლი, დომენიკო კაზო
Aa
Aa

„კვერცხები უნდა გქონდეს და მათზე ფსონი დადო“ - დომენიკო კაზო ნაპოლიზე

„ნაპოლის“, „ინტერისა“ და რომის „ლაციოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, 68 წლის დომენიკო კაზომ, რომელმაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში ერთხელ ითამაშა და 1979-80 წლებში „ინტერთან“ ერთად სერია ა მოიგო, TMW Radio-ს ეთერში, გადაცემა Piazza Affari-ში სტუმრობისას ლუჩანო სპალეტის გუნდზე ისაუბრა.

კითხვა ასეთი იყო: „სჭირდება თუ არა „მილანს“ ისეთი რევოლუცია, როგორიც გასულ ზაფხულში „ნაპოლიში“ მოხდა?“

დომენიკო კაზო: „ნაპოლიში“ ყველამ იცის, როგორ ითამაშონ ფეხბურთი. მათ აიყვანეს კვარაცხელია. ასევე, ვხედავთ ანგიზასა და ლობოტკას, ყველამ ნახა, როგორ ითააშა სიმეონემ „ვერონაში“. აგრეთვე, ამ გუნდშია კიმი. კვერცხები უნდა გქონდეს და მათზე ფსონი დადო. ტირილი არ დაუწყიათ, როცა „ნაპოლი“ დიდმა სახელებმა დატოვეს.

ნათელია, რომ „მილანში“ რევოლუცია უნდა მოხდეს. „მილანიც“ წავიდა დიდი სახელების წინააღმდეგ, მაგრამ როცა რაღაცები ცუდად მიდის, საჭიროა ცვლილება. საჭიროა ფაქტებს შევხედოთ და მხარდაჭერა გვქონდეს. დროდადრო იდეებსაც სჭირდება ცვლილება“.

კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

24 ტურის შემდეგ სერია ა-ს „ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „ინტერსა“ და „მილანს“ 18 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ბურთს იღებს და კარისკენ მიდის“ - ბერგომიმ ინტერი გააკრიტიკა და ნაპოლი შეაქო
„კვარა ბურთს იღებს და კარისკენ მიდის“ - ბერგომიმ ინტერი გააკრიტიკა და ნაპოლი შეაქო