კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„რონალდუს დიეტა ვცადე და კინაღამ მოვკვდი“ - ამბობს ბრაზილიელი ფეხბურთელი

ბრაზილიური გრანდის, „პალმეირასის“ ფეხბურთელმა გაბრიელ მენინომ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და საინტერესო ისტორია გაიხსენა. მენინოს თქმით, მან სცადა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მსგავსი დიეტა დაეცვა, მაგრამ ყველაფერი ცუდად დასრულდა.

„წონის პრობლემები არ მქონდა, მაგრამ ცვლილებების გატარება მინდოდა. პალმეირასის დიეტოლოგს ვესაუბრე და ვთხოვე, ჩემთვის ისეთი დიეტა შეედგინა, როგორიც რონალდუს ჰქონდა. ჩემი საუზმე კვერცხისა და დანამატებისგან შედგებოდა. ლანჩზე თევზს ან სალათას მივირთმევდი. ვარჯიშების დაწყებამდე დანამატებს ვიღებდი, სადილი ისევ თევზი ან სალათა იყო, ხოლო ძილის წინ - დანამატები.

იმ პერიოდში, პალმეირასის მესამე განაპირა მცველი ვიყავი და მახსოვს, ჩემმა ორივე კონკურენტმა ტრავმა მიიღო. მოედანზე გასვლა მომიწია და გახურებისას ისე ცუდად გავხდი, რომ მეგონა, მოვკვდებოდი. მინდორზე როცა გავედი, 5 წუთის შემდეგ, სირბილი აღარ შემეძლო და ჩემი შეცვლა გახდა საჭირო. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რონალდუ ამას როგორ აკეთებს და ასე როგორ თამაშობს".

ცნობისთვის, გაბრიელ მენინო 22 წლის ფეხბურთელია და სხვადასხვა დროს, ბრაზილიის 20-წლამდელთა და 23-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.1

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი ჯუღელის სიტყვებით კმაყოფილი დარჩა - სუპერ შეთავაზება რეალისგან?
დე ლაურენტისი ჯუღელის სიტყვებით კმაყოფილი დარჩა - სუპერ შეთავაზება რეალისგან?