ხვიჩა კვარაცხელია, როდრიგო გოეში, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

ტალანტები, რომლებიც ყველაზე მეტ შანსს ქმნიან - ხვიჩა მუსიალას უსწრებს და პირველია

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ევროპის ტოპ 5 ლიგაში მოასპარეზე ტალანტებზე ისაუბრა. Mundo Deportivo-მ 23 წლამდე ასაკის ის ფეხბურთელები გამოარჩია, რომლებიც ყოველ 90 წუთში, ყველაზე მეტ საგოლე შანსს ქმნიან.

პირველი ადგილი - ხვიჩა კვარაცხელია, ასაკი - 22 წელი, საგოლე შანსები - 1.16

„ქართველი გარემარბი იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი სენსაციაა. იგი ნაპოლიში ასპარეზობს, რომელიც სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია. ხვიჩა ვიქტორ ოსიმენთან ერთად, შეუდარებელ დუეტს ქმნის“, - წერს ესპანური გამოცემა.

Mundo Deportivo-ს სიაში, მეორე ადგილს „ბაიერნის“ ფეხბურთელი, ჯამალ მუსიალა იკავებს - 0.96 შანსი. მესამე პოზიციაზე „ლაიპციგის“ ერთ-ერთი ლიდერი, დომინიკ შობოშლაია - 0.94, მეოთხე დანგო უატარა (ბორნმუთი) გახლავთ - 0.87, ხოლო ხუთეულს როდრიგო გოეში ასრულებს - 0.86.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ემპოლი კარგი გუნდია, რთული მატჩი გველოდება“ - რა თქვა ლუჩანო სპალეტიმ
„ემპოლი კარგი გუნდია, რთული მატჩი გველოდება“ - რა თქვა ლუჩანო სპალეტიმ