იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპი: ჩვენი შეცდომებით რეალის მსგავსად არავის უსარგებლია

იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ მარცხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში მათი შეცდომებით ასე არცერთ გუნდს არ უსარგებლია.

„ამ მატჩში ბევრი კარგი რამ იყო. რაღაც, რაც დიდი ხანია არ მინახავს.

მე ველაპარაკე ფეხბურთელებს და ვუთხარი, რას ვგრძნობდი, მაგრამ თითოეულ მათგანთან ცალკე არ მისაუბრია. როცა ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ ფეხბურთელები შესანიშნავები არიან. როდესაც რაღაც არასწორია, ეს ჩემი ბრალია. მათი მოსმენა და დაჯერება ჩემი საქმეა.

მე არ ვიცნობ ბევრ გუნდს, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს ჩვენი შეცდომებით ისე, როგორც ეს რეალმა გააკეთა. ან ბენზემა-ვინისიუსი დუეტმა, რომელმაც ჩინებულად ითამაშა.

ახლა უკვე დროა მომდევნო თამაშზე ვკონცენტრირდეთ, რომელიც კრისტალ პალასთან გველის“.

- აღნიშნა კლოპმა.

ჟურნალისტმა კლოპს ასევე ჰკითხა შეძლებდა თუ არა ის და მისი გუნდი მადრიდში „რეალის“ გაოცებას, რაზეც კლოპმა ხუმრობით უპასუხა, რომ დიახ - ისინი მადრიდში საერთოდ არ ჩავიდოდნენ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „ლივერპულის“ განმეორებითი დაპირისპირება 15 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: ყველამ იცის რეალისთვის ჩემპიონთა ლიგა რასაც ნიშნავს
ანჩელოტი: ყველამ იცის რეალისთვის ჩემპიონთა ლიგა რასაც ნიშნავს