ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: ბარსა რეალს 8 ქულით უსწრებს და 3:1 მოუგეს - ჩვენ კი ეს გუნდი დავამარცხეთ

ერიკ ტენ ჰაგმა „ბარსელონასთან“ გამარჯვების შემდეგ, მეტოქის მიღწევებზე ისაუბრა და თავისი გუნდის სიძლიერეს გაუსვა ხაზი.

ნიდერლანდელი თვლის, რომ მის გუნდს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია.

„თუ ამ ეტაპზე შეგიძლია მოუგო ბარსელონას, ევროპაში ერთ -ერთი საუკეთესო გუნდს, თქვენი რწმენა ძლიერდება და გრძნობ, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგიძლია.

ბარსა ლა ლიგაში რეალს 8 ქულით უსწრებს, მათ ასევე სუპერ თასზე 3:1 მოუგეს. და ჩვენ დავინახეთ, თუ რამდენად კარგად ითამაშა რეალმა ამ კვირაში ლივერპულთან.

ასე რომ, ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ მოვიგოთ მატჩები ნებისმიერი კარგი გუნდის წინააღმდეგ“.

- ეს თქვენი საუკეთესო გამარჯვება იყო მანჩესტერ იუნაიტედში?

„ვფიქრობ დიახ. ჩვენ უკვე მივაღწიეთ კარგ გამარჯვებებს - ლივერპულთან და არსენალთან სახლში. ეს ძალიან კარგი გამარჯვებებია, მაგრამ ბარსელონას პლეი -ოფიდან გამოთიშვა დიდი შედეგია.

ჩვენ გვყავს ბევრი მოთამაშე, რომელსაც აქვს შესანიშნავი ხასიათი, დაწყებული დავიდ დე ხეათი, რაფაელ ვარანით, ლისანდრო მარტინესით, კაზემიროთი, ბრუნოთი და სხვებით. ისინი გამარჯვებულები არიან. ყველას სჯერა ამ გუნდის და იბრძვის”,

- ამბობს ტენ ჰაგი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა? მე უფრო ტექნიკური ვარ“ - ანდრია რანოკია
„კვარა? მე უფრო ტექნიკური ვარ“ - ანდრია რანოკია