გიორგი ჩიხრაძე, ელგუჯა ლობჯანიძე, გოჩა ჟორჟოლიანი
Aa
Aa

ლობჯანიძის ახალი კლუბი ცნობილია - კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ჩინეთის სუპერლიგაში, „მეიჩჟოუ ჰაკას“ შემადგენლობაში გააგრძელებს. 30 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

2022 წელს, 18-გუნდიან ჩინეთის სუპერლიგაში „მეიჩჟოუ ჰაკა“ მე-9 ადგილზე გავიდა.

ლობჯანიძე ჩინურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ჩინეთში გადასვლამდე ყაზახურ „ყიზილჟარში“ გამოდიოდა, სადაც 17 მატჩში 8 გოლი შეაგდო.

ჩინეთის ჩემპიონატში ორ ქართველს უთამაშია. 1995 წელს მეკარე გოჩა ჟორჟოლიანს „შანხაი შენხუასთან“ ერთად ჩინეთის ჩემპიონი გახდა და წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. მას ასევე უთამაშია ჩინურ „გუანჯოუში“. ასევე, 1998 წელს ჩინურ „ჩუნცინ ლიანცზიან ლიფანში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი ჩიხრაძე ასპარეზობდა.

ლობჯანიძეს „ვიტ ჯორჯიაში“ (2012-15), ქობულეთის „შუქურაში“ (2015-16, 2018), ბათუმის „დინამოში“ (2016, 2022), „ორენბურგსა“ (2017) და „რუსთავში“ (2018) უთამაშია. კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ყაზახეთში გაატარა, სადაც შემდეგი გუნდების ღირსებას იცავდა: „თარაზი“ (2019), „კაისარი“ (2020), „ტობოლი“ (2021) და „ყიზილჟარი“ (2022).

2017-20 წლებში ელგუჯა ლობჯანიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 1 გამომუშავებული პენალტია სომხეთის ნაკრებთან, 2020 წლის 15 ნოემბერს.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“
კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“