ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დარიო კანოვი
Aa
Aa

კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“

საფეხბურთო აგენტმა დარიო კანოვიმ Tuttomercatoweb-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, „ნაპოლიში“ კარგად ესმით, რომ კლუბს წარმატების მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზეც შეუძლია.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლუჩანო სპალეტის გუნდმა სტუმრად „აინტრახტი“ 0:2 დაამარცხა.

დარიო კანოვი:„ვფიქრობ, ნეაპოლში გაიაზრეს, რომ „ნაპოლის“ შეუძლია ნებისმიერი გუნდის დამარცხება, მათ შორის ევროპაშიც კი. „ნაპოლის“ ფეხბურთელები თამაშობენ ევროპულ ფეხბურთს, ისინი სიძლიერეს ჩემპიონთა ლიგაზეც ავლენენ.

ხვიჩას სატრანსფერო თანხა? ყოველთვის, სიფრთხილეს ვიჩენ, როცა ამ თემაზე, ფეხბურთელის სატრანსფერო თანხაზე ვსაუბრობ. ის ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, ვისაც მისი შეძენა სურს, რამდენს იხდის. ასევე, შევინარჩუნოთ ყურადღება ოსიმენის მიმართ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია“.

22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათ თვალებში სიხარულია, როცა რომელიმე გოლს იტანს“ - ბაიანო ხვიჩასა და ოსიმენზე
„მათ თვალებში სიხარულია, როცა რომელიმე გოლს იტანს“ - ბაიანო ხვიჩასა და ოსიმენზე