მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

ალეგრი: დი მარია ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ

მასიმილიანო ალეგრიმ „ნიცასთან“ მატჩის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და გუნდის მდგომარეობა შეაფასა.

„კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით, ადვილი მატჩი არ ყოფილა. ფრანგი გულშემატკივრები გუნდს გულმხურვალედ ქომაგობდნენ.

კარგად ვითამაშეთ და მეტოქის კაცნაკლულად დარჩენით ვისარგებლეთ. ჩვენ უნდა გავზარდოთ პასების კეთებისას სიჩქარე და გავიაზროთ, რომ მხოლოდ ბურთის კონტროლით და მოედნის მთელი არეალის გამოყენებით შეგვიძლია მივიღოთ უპირატესობა.

ჩემპიონები დანარჩენისგან განსხვავდებიან, მათთვის ყველაფერი მარტივია. ფეხბურთელები, როგორიცაა დი მარია გუნდის საერთო დონეს აუმჯობესებენ. ის ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ. არსებობს სხვადასხვა კატეგორიის ფეხბურთელები და დი მარია ჩემპიონთა კატეგორიას მიეკუთვნება.

თუ არ ჩავთვლით ნაპოლისთან მარცხს, ჩემპიონატში საქმეები კარგად მიგვდიოდა. ჩემპიონთა ლიგაზე ბენფიკასთან დავმარცხდით. სერია A-ში კი 47 ქულა დავაგროვეთ, ისევე როგორც ინტერმა. ეს იმ შემთხვევაში თუ ქულების ჩამოკლებას არ გავითვალისწინებთ, მაგრამ ხალხი ხედავს რომ იუვენტუსს 32 ქულა აქვს.

ამ სეზონს უფრო პოზიტიურად ვუყურებ. ჩვენ ვითამაშეთ პოგბას, დი მარიას, ვლაჰოვიჩის, ბონუჩისა და კუადრადოს გარეშე.

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ ტურნირს, ჩვენი მოვალეობაა ბოლომდე გავიდეთ, ისევე როგორც იტალიის თასზე",

- განაცხადა ალეგრიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისიამოვნეთ!“ - UEFA-მ კვარას პასი გამოარჩია
„ისიამოვნეთ!“ - UEFA-მ კვარას პასი გამოარჩია