ნაპოლი, აინტრახტი, ოუენ ჰარგრივზი
Aa
Aa

სპალეტი: „ჩვენი უდიდესი მტერი იქნება ფიქრი, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ“

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „აინტრახტი“ შინ „ნაპოლისთან“ 0:2 დამარცხდა. გოლები ოსიმენისა და დი ლორენცოს ანგარიშზეა. მეორე გოლისას საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Sky Sport-თან ისაუბრა.

ლუჩანო სპალეტი: „გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, ამას განსაკუთრებით ტაქტიკურ მხარეზე ვიტყვი, ჩემი გუნდის ფეხბურთელებმა კარგად იცოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. ჩვენ გვჭირდებოდა ბურთის შენარჩუნება და მაღალი პრესინგით თამაში.

ახლა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ჩვენი უდიდესი მტერი იქნება ფიქრი იმაზე, რომ საქმე უკვე შესრულებულია, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ. წინ საპასუხო მატჩია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. შემდეგი შეხვედრა უნდა მოვიგოთ“.

საინტერესოა, რომ მატჩის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მიუნხენის „ბაიერნისა“ და „მან. იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა, რომელიც ამჟამად BT Sport-ში მუშაობს:

„კვარაცხელიას თამაშის ყურება მიყვარს, ნამდვილი ბრილიანტია. ფანტასტიკური ტექნიკა აქვს, ორივე ფეხით თამაშობს. ისეთი ბიჭია, რომ მის წინააღმდეგ თამაში არ უნდა გინდოდეს“.

საპასუხო მატჩი 16 მარტს ნეაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას ბრწყინვალე საგოლე პასი - კვარა მესის გაუთანაბრდა და ნაპოლიმ მოიგო
ხვიჩას ბრწყინვალე საგოლე პასი - კვარა მესის გაუთანაბრდა და ნაპოლიმ მოიგო