გიორგი ნავალოვსკი
Aa
Aa

სამწვრთნელო კარიერას იწყებს - ნავალოვსკი საბურთალოში იმუშავებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნავალოვსკი სამწვრთნელო კარიერას იწყებს. 36 წლის ვეტერანმა სპორტსმენმა კარიერა გასულ წელს ბათუმის „დინამოში“ დაასრულა, ახლა კი „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის, ომარ თეთრაძის ასისტენტი გახდა. ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

თეთრაძე ნავალოვსკის კარგად იცნობს, მას რუსულ კლუბებში, „ანჟისა“ (2008-10) და ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“ (2010-11) წვრთნიდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის დასრულების შემდეგ ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ნავალოვსკი კლუბში რჩებოდა, სხვა პოსტზე იმუშავებდა, თუმცა როგორც ჩანს, ფეხბურთელმა უფრო საინტერესო შემოთავაზება მიიღო და არჩევანი „საბურთალოს“ სასარგებლოდ გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები