ნასერ ალ ხელაიფი
Aa
Aa

უმწეო გუნდი - ხელაიფის ბაიერნთან პსჟ-ს თამაში არ მეწონა

პსჟ-ს პრეზიდენტს ნასერ ალ ხელაიფის არ მოეწონა ის, რომ „ბაიერნთან“ მატჩში გუნდი უმწეოდ გამოიყურებოდა.

L'Équipe-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩს კატარის ემირი ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანი, ასევე კატარიდან ძალიან დიდი დელეგაცია დაესწრო.

წყაროს ცნობით, პსჟ-ს პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფს თავისი გუნდის თამაში არ მოეწონა. თუ, როგორ სტილში მოქმედებდნენ ისინი „ბაიერნის“ წინააღმდეგ. საუბარია დაცვაში თამაშზე და დათმობილ ბურთზე.

ხელაიფის თვალში მისი გუნდი უმწეოდ გამოიყურებოდა. შეხვედრის შემდეგ, პარიზელებმა ფრანგული პრესის მხრიდან დიდი კრიტიკა დაიმსახურეს. კრისტოფ გალტიეს კი „ბაიერნის“ ბარიერის ვერდაძლევის შემთხვევაში თანამდებობიდან დათხოვნა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გავრცელდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პსჟ-ს ფეხბურთელებს გალტიეს ტაქტიკურ განსწავლულობაში ეჭვი ეპარებათ და მას ასევე კონკრეტული ფეხბურთელების მიმართ პირად სიმპათიებში სდებენ ბრალს.

„ბაიერნი“ პსჟ-ს განმეორებითი მერვედფინალური მატჩი 8 მარტს გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა ბევრი რამ, მათ შორის მწვრთნელის მომავალიც და ლიდერთა სამეულის გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი მარია: მარადონა მარადონაა, მაგრამ ჩემი თაობისთვის მესი საუკეთესოა
დი მარია: მარადონა მარადონაა, მაგრამ ჩემი თაობისთვის მესი საუკეთესოა