ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

კაკაბაძის მაგარი თამაში | გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა

პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ საკუთარ კედლებში „სტალ მიელეცს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 2:1 იმარჯვა და „კრაკოვიას“ წარმატებაში ოთარმა უდიდესი წვლილი შეიტანა.

კაკაბაძემ თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მისმა გუნდმა კი პირველი ნახევარი 0:1 წააგო. ოთარი მოედანზე შესვენებაზე შევიდა და რამდენიმე წამის შემდეგ, წონასწორობა აღადგინა. ქართველმა მცველმა ევგენ კონოპლიანკას გადაცემით ისარგებლა და სტუმართა კარი აიღო.

მატჩის 85-ე წუთზე, კაკაბაძემ საგოლე გადაცემა მიითვალა. ოთარმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და მაკუჩს გაატანინა. ამ უკანასკნელმა გოლი ემოციურად აღნიშნა, მაისური გაიხადა და მსაჯისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

ამრიგად, „კრაკოვიამ“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და პოლონეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. კაკაბაძის გუნდს 32 ქულა აქვს და მესამეადგილოსან „ლეხს“ 4 ქულით ჩამორჩება. „კრაკოვია“ მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს გამართავს და „პიასტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისინი განსხვავებას ქმნიან - Gazzetta სერია A-ს საუკეთესო დრიბლიორებზე წერს
ისინი განსხვავებას ქმნიან - Gazzetta სერია A-ს საუკეთესო დრიბლიორებზე წერს